პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ჩემი შვილის მკვლელები ყველა უნდა დაისაჯოს. გავუზიარე ის დეტალები, რაც იყო დამალული. პრეზიდენტს რა ბერკეტები აქვს და რას გამოიყენებს, ამას ვერ გეტყვი - ამის შესახებ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ზაზა სარალიძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა.
''უკვე ვთქვი, რომ გამოძიება აღარ იქნება. არ არსებობს გამოძიება, არ არსებობენ მოწმეები, არ არსებობს ნივთმტკიცება, გამოძიება ვეღარ ჩატარდება. პრეზიდენტმა გამოთქვა სოლიდარობა ჩვენ მიმართ. პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ჩემი შვილის მკვლელები ყველა უნდა დაისაჯოს. გავუზიარე ის დეტალები, რაც იყო დამალული. მას რა ბერკეტები აქვს და რას გამოიყენებს, ამას ვერ გეტყვი. ჩემი აზრით, სავარაუდოდ პრეზიდენტი მთავრობასთან წავა მოსალაპარაკებლად, რომ როგორმე მივიღოთ ის მოცემულობა, რაც ჭეშმარიტებას შეესაბამება'' განაცხადა ზაზა სარალიძემ