თევზჭერის წესების დარღვევის 25 ფაქტი გამოვლინდა მაისში. მათგან 22 სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამავე პერიოდში, გამოვლენილია ელექტროშოკური აპარატით თევზჭერის 9 ფაქტი.
დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაილუქა უკანონო თევზჭერის იარაღები, ელექტროშოკური აპარატები და უკანონოდ მოპოვებული თევზი. საქმის მასალები გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში.
1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ქვირითობის პერიოდში, აკრძალულ ადგილას, აკრძალული საშუალებებით თევზჭერა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს ითვალისწინებს. ხოლო, სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერა დაშვებულია მთელი წლის განმავლობაში.