ბათუმში ძველ ურნებს ახალი ჩაანაცვლებს. ათასი სანაგვე ყუთი ქალაქში 15 ივნისამდე უნდა დაიდგას. პირველად ურნები ძველი ბათუმის ტერიტორიაზე შეიცვლება, შემდეგ მთლიან სანაპირო ზოლზე, ჭავჭავაძიდან ბაგრატიონამდე იმ ქუჩებზე, რომლებიც ბოლოს კეთილმოეწყო.
ძველი ურნები კი გასუფთავების შემდეგ ნაკლებად ტურისტულ ადგილებში განთავსდება. მერიამ პროექტისთვის 528 ათასი ლარი გამოყო.