ვინ არის ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მთავარი პროკურორი ზვიად ფხაკაძე? იგი წლების განმავლობაში აჭარის პროკურატურაში მუშაობდა და მის სახელს უკავიშრდება წინა ხელისუფლების დროს მომხდარი არაერთი გახმაურებული საქმე.
მათ შორის აჭარის ტელევიზიის შენობასთან აქციაზე აქტივისტების დაკავების საქმე, ე.წ. “ენვერის” სპეცოპერაცია და ბიზნესმენების საქმეები – ამას დღეს პოლიტიკოსები და ადვოკატები იხსენებდნენ, ისინი ამ პროკურორის გადადგომას 6 წლის წინ ითხოვდნენ.