ბათუმში ახალი სატრანსპორტო რეგულაციები ამოქმედდება

30 მაისი 2018, 00:00 7920 ნახვა

1 ივლისიდან ბათუმში მიკროავტობუსებისა და ავტობუსების ქსელის ოპტიმიზაცია იწყება. ახალი სატრანსპორტო რეგულაციების მიხედვით, ქალაქში მოძრავი მიკროავტობუსების რაოდენობა განახევრდება.ამასთან, მხოლოდ გაჩერებებზე იქნება დასაშვები მგზავრების ჩასხდომა. მუნიციპალური ტრანსპორტისთვის ორი ე.წ. ჰაბი იფუნქციონირებს, სადაც მგზავრებს 20 წუთის განმავლობაში უფასოდ შეეძლებათ გადასხდომა. ცვლილება შეეხება ქალაქის გარე ტერიტორიიდან მომავალ მიკროავტობუსებსაც.

ისინი ჭავჭავაძის ქუჩაზე ვეღარ იმოძრავებენ და მხოლოდ ბაგრატიონის ქუჩის გავლით შეძლებენ გადაადგილებას. მთელი რიგი ცვლილებები გაეროს განვითარების პროგრამისა და ბათუმის მერიის თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავდა. ახალ რეგულაციებშია მოქცეული პარკირების საკითხიც. საათობრივი გადასახადი დაწესდება 2019 წლიდან იმ ადგილებში სადაც პარკომეტრები განთავსდება. აქ თანხის გადახდა მოუწევთ იმ მძღოლებსაც, რომლებსაც გადახდილი აქვთ პარკირების 6-თვიანი, ან 1-წლიანი გადასახადი. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი