მერია უწყებიდან გათავისუფლებული თანამშრომლების დასაქმებას ბიზნესმენებს სთავაზობს

30 მაისი 2018, 00:00 1363 ნახვა

 ლაშა კომახიძე ბიზნესმენებს შეხვდა და მერიის ახალი პროექტი გააცნო. მერია გეგმავს ბათუმში მცხოვრები 100 ადამიანის დასაქმებას ხელი შეუწყოს. პროექტის ფარგლებში, კერძო კომპანიის მიერ დასაქმებულს მერია  ერთი წლის განმავლობაში ხელფასის გარდა დამატებით 200 ლარს მისცემს.

მუდმივი დასაქმების შემდეგ კი მერია თანაგადახდას შეწყვეტს. პროექტის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მერიაში ოპტიმიზაციის შედეგად 80-მდე ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი