ბათუმში სამარშუტო ტაქსების რაოდენობა 200-ით შემცირდა

29 მაისი 2018, 00:00 9192 ნახვა

ბათუმის მერიამ სატრანსპორტო მოძრაობის სტრატეგიული გეგმა შეადგინა, რომელიც  ქალაქში მიკროავტობუსების ქაოტურ მოძრაობას მოაწესრიგებს. პროექტი 2030 წლამდე განხორციელდება და სამარშუტო ტაქსების ოპტიმიზაციასაც ითვალისწინებს. სტრატეგიული გეგმა მერიამ საკრებულოს დღეს წარადგინა.  დეპუტატების ნაწილი მიკროავტობუსების მოძრაობის ახალ სქემას მხარს უჭერს და აცხადებენ, რომ ამით ქალაქში მოძრაობა განიტვირთება.

ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების ხელმძღვანელის ემზარ ქავჟარაძის განცხადებით, ყოველდღიურად ქალაქში 400-ზე მეტი სამარშრუტო ხაზი მოქმედებს. ოპტიმიზაციის შემდეგ მათი რაოდენობა განახევრდება. ასევე განისაზღვრება კრიტერიუმები,თუ რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს სამარშრუტო ტაქსი, ქალაქში მოძრაობის უფლება რომ მიეცეს.

'' დღეს საკრებულოს დადგენილებით განისაზღვრა, რომ ბათუმში ყოველდღიურად 250 სამარშრუტო ტაქსი იმოძრავებს. ეს არ შეაფერხებს მგზავრების გადაადგილებას. დღეს  ბათუმში  450-მდე მიკროავტობუსი გადაადგილდება და ყველა ვამჩნევთ ქალაქში ამ კუთხით არსებულ პრობლემებს.

სამარშრუტო ტაქსები თვითნებურად ვეღარ გააჩერებენ იმ ტერიტორიებზე, სადაც მგზავრები თხოვენ გაჩერებას. ახალი რეგულაციები და ახალი სამარშრუტო ხაზები დაიგეგმება და მიკროავტობუსის მძღოლებს სწორედ ამაზე დაქვემდებარება მოუწევთ '' - ამბობს ემზარ ქავჟარაძე

 ათი წლის განმავლობაში, მიკროავტობუსებს მუნიციპალური ტრანსპორტი ჩაანაცვლებს - ამის შესახებ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა.სულიკო თებიძის თქმით, მძღოლების ნაწილი უმუშევარიც დარჩება თუმცა ეს გარდაუვალია პროცესია. 

'' მძღოლთა ნაწილი უმუშევარი დარჩება მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა დაიწყოს პროცესი.  ამით გადატვირთული ქალაქის პრობლემა უნდა მოიხსნას. პროცესი დაიწყო, გაეროს მიერ დამტკიცებული პროგრამით ეს გაგრძელდება დაახლოებით ათი წლის განმავლობაში და ეტაპობრივად ​მიკროავტობუსებს  ავტობუსები ჩაანაცვლებს.''

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი