67-მა კადეტმა კადეტთა სამხედრო ლიცეუმი დაამთავრა, მათგან 3 ოქროსა და 5 ვერცხლის მედლის კანდიდატია. კურსდამთავრებულთა უმრავლესობა სწავლას ეროვნული თავდაცვის აკადემიაში განაგრძობს. 2018 წლის გამოშვების დამთავრება ლიცეუმის სამწყობრო მოედანზე საზეიმო ცერემონიალით აღინიშნა.
მოგვიანებით თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა დაწყებითი სამხედრო მომზადების ცენტრის სასწავლო ინფრასტრუქტურა, ასევე, რობოტექნიკის გამოფენა და კადეტების ნამუშევრები დაათვალიერეს. ამჟამად ლიცეუმში 260 კადეტი სწავლობს.