15 ივნისიდან ერევანი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით სეზონური მატარებელი ინიშნება. სამხრეთ კავკასიის რკინიგზის კუთვნილი შემადგენლობა, მთელი ზაფხულის განმავლობაში ყოველდღიურად იმოძრავებს.
მგზავრობის ტარიფი ვაგონების კატეგორიების შესაბამისად განისაზღვრება. მგზავრთნაკადის გაზრდის შემთხვევაში, გათვალისწინებულია შემადგენლობაზე ვაგონების დამატებაც.