"უხეშად არ უნდა შეეხოთ სარწმუნოებას, ქრისტიანობას, ეს არ რჩება დაუსჯელი. ჩვენ ვილოცებთ იმისთვის, რომ ღმერთმა ყველას შეგვინდოს ჩვენი შეცოდებანი"-ასე მიმართა კათოლიკოს პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს.
უწმინდესმა მართლმადიდებლურ სამყაროს სულთმოფენობის დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა. სახარების თანახმად, ამ დღეს მოციქულებზე სულიწმინდა გარდამოვიდა სულთმოფენობა ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღედაც ითვლება.