გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს

27 მაისი 2018, 00:00 1462 ნახვა

გერმანიის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს უმასპინძლა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა . ლევან იზორიას განცხადებით ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში  გერმანია მნიშვნელოვანი და ამბიციური ინიციატივის მხარდამჭერი ქვეყანა გახდება. მინისტრმა პიტერ თოიბერს გერმანიის მხრიდან გაწეული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ყურადღება ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართველი და გერმანელი სამხედრო მოსამსახურეების ერთობლივ მონაწილეობაზეც გამახვილდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი