ორმაგი მოქალაქეობა და განცხადებები დიასპორის ფორუმზე

27 მაისი 2018, 00:00 1726 ნახვა

„ქართული დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ ფორუმი პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლისთავს ეძღვნება. სიტყვით გამოსვლისას გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ორმაგი მოქალაქეობის მიღების წესის გამარტივებას მიესალმება.  მისი თმით ამ ეტაპზე ორმაგი მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამო პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია. ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, განიხილება ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც მიიღეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, აღარ მოუწიოთ საქართველოს მოქალაქეობის დასაბრუნებლად რთული პროცედურების გავლა.

თემაზე კომენტარი გააკეთა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა როგორც ილია მეორემ აღნიშნა რამდენიმე წლის წინ ის მოუწოდებდა მათ სამშობლოში დაბრუნებისაკენ, ახლა კი მოუწოდებს, იყვნენ იქ სადაც არიან, მაგრამ ამავე დროს იყვნენ სამშობლოში. სულიერი და მატერიალური დახმარებისთვის უწმინდესმა დიასპორას მადლობა გადაუხადა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი