„საქართველო ბოლშევიკური არმიის ბატონობის ქვეშ“ საქართველოს პრეზიდენტი ლევილის ბიბლიოთეკიდან ნათარგმნი წიგნის „პრეზენტაციას დაესწრო. წიგნი საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წელს გამოიცა, პროექტი ნოე ჟორდანიას ინსტიტუტმა განახორციელა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით კრებულის ფრანგულიდან თარგმნა და გამოცემა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტებს და ისტორიკოსებს პირველი რესპუბლიკის პერიოდის შესახებ კვლევების წარმოებაში. ინიციატივას საფუძველი საქართველოს პრეზიდენტის საფრანგეთში ვიზიტისას ჩაეყარა.