დღეს მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. ეროვნულ მოძრაობის წევრებმა მისი მემორიალური ქვა ყვავილებით შეამკეს. როგორც ამბობენ ისინი საქართველოს დამოუკიდებლობის ათვლას არა 1918 არამედ 1991 წლიდან იწყებენ.
მოძრაობის წევრები მემორიალური ქვის ადგილზე მერაბ კოსტავას ძეგლის აღმართვას მოითხოვენ. მათ ეროვნული მოძრაობის ლიდერის ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტად არჩევის თარიღიც აღნიშნეს.