მომდევნო 2 დღის განმავლობაში ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს, ამინდი გაუმჯობესდება და უმეტესად უნალექოდ ჩაივლის.
26 მაისს ბათუმში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა ნავარაუდევი, თუმცა უმეტესად უნალექოდ, იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსამდე გათბება.
ხულოსა და გოდერძზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა ხულოში +23, ხოლო გოდერძის უღელტეხილზე +20 გრადუსამდე მოიმატებს.
იწვიმებს ხანმოკლედ შუახევსა და ქედაშიც. ჰაერი კი 24-25 გრადუსამდე გათბება.
ხელვაჩაურსა და ქობულეთში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, მაგრამ უმეტესად უნალექოდ ჩაივლის დღე.