ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის რეგიონული საბჭოს პირველი კრება გაიმართა ბათუმში. შეხვედრის მიზანი მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის სტრატეგიის ეფექტური მოდელის შექმნაა. პროექტი, რომლის სახელწოდებაა „საქართველო ევროპულ გზაზე“ ყველა რეგიონს მოიცავს. მისი მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ევროპის ბაზარზე გასვლის შესახებ.
პროექტში მონაწილეობენ როგორც მეწარმეები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, სახელისუფლებო და მუნიციპალური სტრუქტურების წარმომადგენელები.