საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით 9 რეგიონში სამოქალაქო კვირეული იმართება. თემატური შეხვედრების, დისკუსიებისა და სემინარების მიზანი რეგიონში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა. შეხვედრების ფარგლებში საუბარი ძირითადად ისტორიულ რაკურსს, სახელმწიფო ენისა და კონსტიტუციის მნიშვნელობას, განათლების სისტემას, 1918 წლამდე დამოუკიდებლობის იდეის ტრანსფორმაციას შეეხება.
კვირეულს არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდა” და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებთან ერთად აწყობს. დღეს შეხვედრა ბათუმში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა.