''ნიკორა'' ბათუმში გაფუჭებული პროდუქტის შესახებ - ''ფაქტს კომპანიის მონიტორინგის სამსახური მოიკვლევს''

24 მაისი 2018, 00:00 3783 ნახვა

ორი დღის წინ, ბათუმში, სუპერმარკეტ "ნიკორას" ქსელში მომხმარებელმა ფასდაკლებული პროდუქცია შეიძინა. მოგვიანებით კი აღმოაჩინა, რომ მაკარონი წებოვანი ლენტით იყო შეკრული, თავად პროდუქტს კი პეპლები ჰქონდა.  

ფაქტთან დაკავშირებით "ნიკორა" აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს წერილობითი განმარტება გამოუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ საქმეზე დაიწყება მოკვლევა. 

" გვინდა გამოვეხმაუროთ, ნიკორა სუპერმარკეტში მომხდარ ფაქტს. მოქალაქემ  მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ამა წლის 22 მაისს ჩვენს ერთ-ერთ სუპერმარკეტში შეიძინა მაკარონი „პასტა ჯოლი“, რომელსაც მისივე თქმით აღმოაჩნდა პეპლები. გვინდა განვაცხადოთ, რომ ზოგადად „პასტა ჯოლი“ არის პრემიალური კლასის და ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტი ევროპის ბაზარზე. მას შემდეგ, რაც „პასტა ჯოლი“ გაჩნდა ჩვენს დახლებზე, არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, რომ პროდუქტს რაიმე წუნი
ჰქონოდეს. ჩვენ ჩვენის მხრივ დავინტერესდით აღნიშნული ფაქტით და საქმე გადაეცა მონიტორინგის სამსახურს შემდეგი დეტალების მოსაკვლევად" - წერია "ნიკორას" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ანა კოშაძის წერილში. 

გუშინ, სოციალურ ქსელში, აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტი ირინა წუწუნავა წერდა, რომ ნიკორაში "პეპლებიანი" მაკარონი იყიდა.  

"მოკლედ, ამ ქვეყანაში კვებაც საშიშია. საღამოს “ნიკორას” მაღაზიაში შევიძინე მაკარონი, რომელიც ჰქონდათ აქციაში 3,25 ნაცვლად 2,59. აღმოჩნდა რომ “პეპლები” აქვს. რა გამოდის ატყუებს მომხმარებელს და ცოტათი ნაკლებ ფასად აძლევს გაფუჭებულ პროდუქციას? უფრო მეტიც, აღმოვაჩინე, რომ პაკეტი ე.წ. სკოჩით იყო გადაწეპებული #ნიკორა#სურსათისუვნებლობისსამსახური

​აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი სურსათის უვნებლობის სამსახურსაც დაუკავშირდა, როგორც უწყებაში განმარტეს, აღნიშნულ ფაქტს შეისწავლიან. 

ვადაგასული პროდუქტების შესახებ უფრო მეტი იხილეთ აქ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი