შპს ,,ბათუმის წყალმა“ აეროპორტის გზატეკცილის მიმდებარე ტერიტორიაზე ღია სანიაღვრე არხები ცხაურებით გადახურა. მიმდინარე წელს მსგავსი სამუშაოები უკვე შესრულდა სვიმონ კანანელის, შარაშიძის, ბეთლემის, კომახიძის და აკაკი შანიძის ქუჩებზე.
შპს ,,ბათუმის წყალი“ სამუშაოებს ბათუმის ტერიტორიაზე არსებული ღია და დახურული არხების მოვლა-პატრონობის პროექტის ფარგლებში ახორციელებს.