ახვლედიანის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ბათუმის მერიამ ხელახალი აუქციონი გამოაცხადა. პირობები უცვლელია, თუმცა შეიცვალა საწყისი ფასი, მერია ნაკვეთს მილიონი ლარის ნაცვლად ახლა 20-ი პროცენტით ნაკლებ ფასად ყიდის.
აუქციონზე ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე 5 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთია გატანილი, აუქციონის პირობების თანახმად გამარჯვებული ვალდებული იქნება ახვლედიანის ქუჩაზე 9 ოჯახს საცხოვრებელი სახლი აუშენოს. გამარჯვებული კომპანია 6 ივნისს გამოვლინდება.