ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მოპედი 15 წლის გოგოს, გზის გადაკვეთის დროს დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ბათუმის დედათა და ბავშვთა რესპუბლიკურ ცენტრში გადაიყვანა. მედიკოსების თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, არასრულწლოვანი კონტაქტური იყო და მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა.
რაც შეეხება მოპედის მძღოლს, მამაკაცს მედიკოსების დახმარება არ დასჭირდა.
შემთხვევა გორგილაძის ქუჩაზე, ხელოვნების მუზეუმის წინ მოხდა. თვითმხილველების თქმით, არასრულწლოვანი ქვეითთა გადასასვლელზე არ გადადიოდა.