,,განმშორებელი”-ასე ჰქვია სპექტაკლს რომლის პრემიერაც ბათუმის დრამატული თეატრის ახალ სცენაზე ივნისის დასაწყისში გაიმართება. სპექტაკლი ერთმოქმედებიანი კომედიური ჟანრისაა, რომელიც წყვილების დაშორებაზე გვიყვება.
იდეა, ამ საქმიანობით მატერიალური სარგებელი ნახოს, სიუჟეტის მიხედვით, სპექტაკლის მთავარ გმირს ეკუთვნის, რომელიც ხშირად აღმოჩნდება კომიკურ და საშიშ სიტუაციებში. მთავარ როლს ზაალ გოგუაძე ასრულებს.
პიესის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი იონ საპდარუა.