საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში იუნკერ შალვა ერისთავის სახელობის მატჩი გაიმართა მინი ფეხბურთში.
შეჯიბრება ხელვაჩაურის სპორტ სკოლაში ჩატარდა და ერთმანეთს დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიის იუნკერები და ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები შეხვდნენ. გამარჯვებულ გუნდს გარდამავალი თასი გადაეცა. დღესვე შეირაღებული ძალების დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების სარდალმა, ეროვნული თავდაცვის აკადემიის და ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორებმა ბათუმში ქართველ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.