ახალ სახიფათო ინტერნეტ თამაშთან დაკავშირებით, აჭარის განათლების სამინისტროში სკოლების წარმომადგენლებისა და მშობლებისგან კონკრეტული ინფორმაცია არ შესულა, თუმცა პედაგოგებს თამაშის შესახებ ინფორმაცია აქვთ. ისინი მოსწავლეებზე თამაშების მიერ გამოწვეულ უარყოფით შედეგებზე საუბრობენ.
ფსიქოლოგები, მშობლებსა და სასწავლო დაწესებულებებს ყურადღებისკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ საჭიროა ბავშვებს ხშირად ესაუბრონ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყებაში თამაშის შესახებ ინფორმაციას ფლობს და შესაბამის ღონისძიებებს ატარებს.
თამაშის სახელწოდებას შეგნებულად არ ვასახელებთ, თუმცა ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება, სადაც მშობლები ბავშვებში სახიფათო თამაშის გამო გამოწვეულ შიშზე წერენ.