პრემიერ – მინისტრის  სამუშაო  ვიზიტი  აშშ-ში

21 მაისი 2018, 00:00 2154 ნახვა

პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან ერთად, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სხდომას გახსნის. მონაწილეობას მიიღებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყოველწლიურ კონფერენციაში.

დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე კონგრესის სხვადასხვა კომიტეტის ხელმძღვანელებთან. 23 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას, რომელიც საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ვაშინგტონში, „შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტში“ გაიმართება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი