დღეს ჭიათურაში, კოროხნალის მაღაროში მუშა დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ალექსანდრე დეკანოიძეს ქვა დაეცა. სხვა დეტალები ჯერ - ჯერობით უცნობია. დაშავებული ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მომხდარზე განცხადება გაავრცელა კომპანია “ჯორჯიან მანგანეზ”-მა, როგორც აღნიშნულია მომხდარზე გამოძიება დაწყებულია და დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებენ.