აქციას „მოდი ღამე მუზეუმში“ ბათუმიც შეუერთდა

20 მაისი 2018, 00:00 1692 ნახვა

,,მოდი ღამე მუზეუმში"- ბათუმში არსებული მუზეუმები 12 საათამდე დამთვალიერებელს, მეოცე საუკუნის ქართველ მხატვართა, ძველი ოსტატების, სკულპტურულ - კერამიკული ინსტალაციის და  მეცხრამეტე საუკუნის კოსტუმირებული გამოფენების ნახვა შეეძლო. აქციას „ღამე მუზეუმში“ - საფუძველი 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ ჩაეყარა და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში.

აქციის  ტრადიციად დამკვიდრების ინიციატივით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2015 წელს გამოვიდა. მუზეუმების საერთშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში თითქმის ყველა მუზეუმი, დამთვალიერებელს სრულიად უფასოდ მასპინძლობს და მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი