25 მაისს საქართველოს ლიტვის პრეზიდენტი ეწვევა. დალია გრიბაუსკაიტე საქართველოს პრეზიდენტს , პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. ნატოს წევრი ქვეყნის ლიდერთან შეხვედრის დროს ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ნატო-ს სამიტი იქნება. საუბარი შეეხება ორ ქვეყანას შორის ისტორიულ კავშირებს, ლიტველი და ქართველი ხალხის მეგობრობას, ევროკავშირთან ურთიერთობებს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივას, სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს, უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ლიტვის პრეზიდენტი 26 მაისს ევროპელ კოლეგებთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრება.