საერთაშორისო კონფერენცია

19 მაისი 2018, 00:00 1289 ნახვა

„ჩვენი სულიერების ბალავარი“ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია  მიმდინარეობს. ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.ორ დღიან საერთაშორისო სესიაში 80 ქართველი, რუმინელი, პოლონელი, რუსი, თურქი და ჩინელი მეცნიერი მონაწილეობს.  

მათ კონფერენციაზე ეთნიკურ და რელიგიურ ტოლერანტობაზე, კულტურათა დიალოგზე სწავლებასა და აღზრდაზე  აქვთ  თემები წარმოდგენილი. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტისა და ქრისტიანული კულტურის კვლევითი ცენტრის ორგანიზებით ტარდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი