დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების სახელმწიფო მინისტრს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უმასპინძლა. ლევან იზორიამ და მარკ ლანკასტერმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელობასა და თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.
ყურადღება გამახვილდა სტრატეგიული კომუნიკაციისა და კიბერუსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობაზე, ასევე, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ფუნქციონირების საკითხებზე. ლევან იზორიამ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის ბრიტანულ მხარეს მადლობა გადაუხადა.