დღეს და ხვალ აჭარაში, როგორ სანაპირო ზოლში, ასევე მთიან რაიონებში მზიანი ამინდი და +29 - +31 გრადუსია მოსალოდნელი.
20 მაისს კი დღის ბოლოდან ამინდი შეიცვლება, გაძლიერდება დასავლეთის ქარი 15-20 მეტრ წამამდე. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
ხვალ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +33 გრადუსს მიაღწევს. კვირას დღის მეორე ნახევრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მაღალი ტემპერატურის და მკვეთრი აორთქლების ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება.
ორშაბათიდან გრილი და პერიოდულად წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.