მოქალაქეები ანგისის დასახლებაში ტერიტორიის დაბინძურებას აპროტესტებენ

17 მაისი 2018, 00:00 1184 ნახვა

ანგისის ქუჩაზე მცხოვრებლები ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარედ ტერიტორიის დაბინძურებას აპროტესტებენ. მათი განმარტებით, ქუჩაზე ასფალტი სასტუმროს  მშენებლობის შემდეგ  დაზიანდა. ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად ადგილობრივები სასტუმროს გამწოვი საშუალებების მიერ გამოწვეულ ხმაურს ასახელებენ.

მათი ინფორმაციით, დასახლებიდან ქალაქის მერიას განცხადებითაც მიმართეს, მერიამ კომპანია დააჯარიმა, თუმცა პრობლემები არ მოგვარებულა. მერიაში აცხადებენ, რომ გზაზე ასფალტს მიმდინარე წელს დააგებენ, რაც შეეხება ხმაურს კომპანიის მიმართ საჯარიმო სანქციის გარდა სხვა მექანიზმი არ გააჩნიათ.
 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი