„ჰიპერტენზიის მართვა შენს ხელშია“ - საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კამპანიას ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი უერთდება და აქციის ფარგლებში კლინიკაში უფასო კარდიოლოგიური კონსულტაციები ხვალ ჩატარდება.
არტერიული ჰიპერტენზია სიკვდილიანობის ძირითად და ინვალიდობის გამომწვევ მესამე უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ხუთიდან ორ ზრდასრულ ადამიანს მაღალი წნევა აქვს. საქართველოში, მისი მაჩვენებელი 18-69 წლის პოპულაციაში 37.7%-ია.