აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში „მუზეუმების კვირეული“დაიწყო. რომლის ფარგლებში მუზეუმის პოპულარიზაციის მიზნით სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტების წარდგენა მოეწყობა.
კვირეულის მიზანია საზოგადოებამ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოს აქ მიმდინარე პროცესებზე, დაცულ მასალებსა და ისტორიაზე. განსაკუთრებული ყურადღება მომავალი თაობის ინფორმირებას ექცევა. 19 მაისს კვირეულის დახურვის საზეიმო ღონისძიება მოეწყობა.