კარვების გაშლა აქციის მონაწილეებმა რამდენიმე საათით ადრე დაანონსეს. ბექა წიქარაშვილის განცხადებით, მათ ულტიმატუმი წაუყენეს პრემიერს, რომ 10 საათამდე გაეკეთებინა განცხადება, რაც არ მოხდა. მის ნაცვლად აქციის მონაწილეებს თბილისის მერმა უპასუხა.
"ჩვენ საქმე არ გვაქვს კალაძესთან, თბილისის მერთან" - განაცხადა წიქარაშვილმა, "ჩვენ გვაქვს საჭმელი, კარვები, არ შევუშინდეთ წვიმას, რადგან ჩვენი აქ დგომა მნიშვნელოვანია" - განაცხადა მან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს განცხადება მთელი დღის განმავლობაში არ გაუკეთებია.
ბაია პატარაიამ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ შს სამინისტრომ გააფრთხილა აქციის წევრები, რომ კარვების გაშლის შემთხვევაში, პოლიცია კარვებს აიღებდა. "პოიციის მხრიდან მოგვცეს გაფრთხილება, რომ თუ კარვებს გაშლით დაგარბევთო. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, არ გვეშინია დარბევის, ჩვენი მოთოვნები სამართლიანია" - განაცხადა ბაია პატარაიამ.
პარლამენტთან ''თეთრი ხმაურის მოძრაობის'' აქცია 3 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დაშლას არ აპირებენ.
12 მაისს, ღამის პირველ საათზე, შსს-ს კლუბ ბასიანსა და კაფე გალერიში სპეცოპერაცია დაიწყო. ოფიციალური განცხადებით, ძალოვანებმა ნარკორელიზების ბრალდებით რვა პირი დააკავეს. სპეცოპერაცია დაპირისპირებებისა და მოქალაქეების დაკავების ფონზე მიმდინარეობდა.
ფოტო: imedinews.ge