საპროტესტო აქცია მთაწმინდის პარკთან, სადაც ''ქართული ოცნების'' ყრილობა უნდა გაიმართოს

11 მაისი 2018, 00:00 2204 ნახვა

ფოტო: რადიო თავისუფლება

თბილისში, მთაწმინდის პარკთან, სავაჭრო ცენტრის „ბავშვთა სამყაროს“ დაწვის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს  აქციის გამართვა იქ უნდოდათ, სადაც მმართველი გუნდის "ქართული ოცნების" ყრილობა უნდა ჩატარდეს. 

პოლიციამ, აქციის მონაწილეებს მთაწმინდის პარკთან მიახლოების უფლებას არ მისცა.  

"ჩვენ გვინდა ზარალის ანაზღაურება, და ობიექტური გამოძიება, რადგან შენობა განზრახ დაწვეს. იძახის ხალხს უნდა მივხედო და მაგიტო მოვდივარო, ხოდა ჩვენ ვართ ხალხი და მოგვხედონ, სხვა ვინაა ხალხი აბა. ჩვენ დავზარალდით და ვითხოვთ ზარალის ანაზღაურებას. ეს ბატონი პოლიციელები არ გაგვატარებენ, მაგათზე მუშაობენ, არადა ვაპირებდით ახლოდან გვეთქვა ჩვენი სათქმელი. მანამდე ჩვენ თუ დაგვიწვეს მერე სხვას დაუწვავენ. ჩემთვის სულერთია ივანიშვილი იქნება თუ სხვა იქნება, მთავარია მომავალი არ მოგვისპონ" - განაცხადა აქციის მონაწილემ, 

თბილისში, სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ ხანძარი 2017 წლის იანვარში გაჩნდა. იმავე წლის ივლისში, პროკურატურის თანამშრომლებმა სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის და სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებებით დააკავეს სავაჭრო ცენტრის დირექტორი და შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი. ხანძრიდან რამდენიმე თვეში თბილისის მერიამ თითოეულ დაზარალებულ მოვაჭრეს მისცა 3000 ლარის კომპენსაცია.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი