ტურიზმის დეპარტამენტმა აჭარის პოპულარიზაცია რეგიონებში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტით დაასრულა. ღონისძიებაზე გათამაშდა ბათუმის სამდღიანი საგზურიც, რომლის გამარჯვებულებიც 3 ივნისს, ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიებას „ზაფხულის ფესტივალი“ დაესწრებიან.
პრეზენტაციაზე აჭარის ტურისტული შესაძლებლობებზე, პროდუქტებსა და რეგიონში ტურიზმის განვითარების კუთხით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს. ღონისძიებაზე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.