მწერლის, პროფესორის რამაზ სურმანიძის საიუბილეო საღამო გაიმართა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში. მწერალი 10 მაისს 85 წლის გახდა. შეხვედრაზე მის აქტიურ პროფესიულ საქმიანობაზე, კვლევებსა და სამეცნიერო ნაშრომებზე ისაუბრეს.
რამაზ სურმანიძე 60-ზე მეტი წიგნის ავტორია. არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. სამედიცინო სფეროს გარდა ნაშრომების დიდი ნაწილი ისტორიულ მონოგრაფიასა და ქალაქის ისტორიას ეხება. მწერლის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო მწერალთა სახლში თვის ბოლოს გაიმართება.