საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. მოსმენების კანონის განხილვა გრძელდება 

11 მაისი 2018, 00:00 1499 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ ფარული მოსმენების შესახებ კანონთან დაკავშირებული სარჩელის არსებითი განხილვა დღესაც გრძელდება. მოსარჩელე მხარე ამ წუთებში  შეკითხვებს ოპერატიული ტექნიკური სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს უსვამს. დღესვე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის წარმომადგენელი  მოსამართლეთა და მხარეების შეკითხვებს უპასუხებს.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები შეიცავს იმავე ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 14 აპრილს უკვე ცნო არაკონსტიტუციურად. სადაო ნორმები ეხება ოპერატიულ ტექნიკურ სააგენტოს. არასამთავრობოებს მიაჩნიათ, რომ სააგენტოს სუსი აკონტროლებს. ასევე საუბრობენ მონაცემთა შენახვიასა და დაკოპირების მხრივ არსებულ პრობლემებზე. სარჩელი  სახალხო დამცველმა და 300-ზე მეტმა მოქალაქემ შეიტანა. პრეზიდენტი კი პროცესში მეგობრის სტატუსით ჩაერთო.

განახლებული:

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი