თბილისში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

11 მაისი 2018, 00:00 1498 ნახვა

თბილისში, გვენეტაძის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.  ცეცხლი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე გაჩნდა. ხანძრის დროს ბინაში 4 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან ერთი მწოლიარე იყო, დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებოდა და მან გამოსვლა ვერ შეძლო.

დაშავებულებს შორის ერთი მცირეწლოვანია, ის მკურნალობის კურსს იაშვილის სახელობის კლინიკაშია გადის. ბავშვმა ხანძრის შედეგად კვამლით ინტოქსიკაცია მიიღო. 

ორი მოქალაქე დამწვრობის ცენტრში მოათავსეს. მედიკოსების განმარტებით, ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის მამუკა ყირიმელის განცხადებით, ხანძრის ჩასაქრობად 10 სახანძრო ეკიპაჟი მუშაობდა. დამწვარია 60–70 კვ.მ ფართობი.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია.

ამავე კატეგორიაში