ხახულის ქუჩაზე ტროტუარის მოწყობას ითხოვენ

10 მაისი 2018, 00:00 2863 ნახვა

ხშირია ავტოავარიების შედეგად ქვეითთა გარდაცვალების შემთხვევები. “მთავარის” ობიექტივში, ყოველწლიურად მსგავსი არაერთი უბედური შემთხვევა ხვდება. მიზეზები შესაძლოა სიჩქარის გადაჭარბება, ან ქვეითის მიერ მოძრაობის წესების დარღვევა იყოს, თუმცა ფაქტია, რომ უსაფრთხო გადაადგილებისთვის აუცილებელია უსაფრთხო გარემოც.

უსაფრთხო გარემოს და ტროტუარს ითხოვენ ბათუმში, ხახულის ქუჩაზე. იქ აქამდეც არ ყოფილა სპეციალურად ქვეითებისთვის გამოყოფილი ადგილი, თუმცა ქუჩის ნაწილს რეაბილიტაცია ახლახან ჩაუტარდა და მოქალაქეებისთვის ზოლი არც ამჯერად გაითვალისწინეს.

ქუჩაზე არსად გვხვდება ზებრა-გადასასვლელებიც. ცნობისთვის, საგზაო უსაფრთხოების შესახებ რეფორმის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი სწორედ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში