დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით შოთა რუსთაველის, ვაჟა-ფშაველასა და საქართველოს ეროვნული პრემიები გაიცემა. კომისიების წევრებს საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა და კონკურსში მონაწილეთა აქტივობა შეაჯამა.
სახელმწიფო პრემიების მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ მეცნიერებისა და ხელოვნების დარგში მოღვაწე ადამიანებს, რომლებსაც კომისიისათვის საკუთარი ნამუშევრები უნდა წარედგინათ. კონკურსში განაცხადების მიღება პირველ მაისს დასრულდა.