ინტერნეტით ნარკოტიკების გასაღების საქმეზე დაკავებულებს ბრალი წაუყენეს

09 მაისი 2018, 00:00 2024 ნახვა

ინტერნეტის საშუალებით ნარკოტიკების გასაღების საქმეზე დაკავებულ ნინო გეგელაშვილსა და გიორგი გოგებაშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. მათ გამოძიება ჯგუფურად ნარკოტიკული საშუალებებისა და ახალი ფსიქოტროპული პრეპარატების უკანონო შეძენა - შენახვა - გასაღებას ედავება.

ბრალდებულების ადვოკატის განცხადებით, გეგელაშვილი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, ხოლო გოგებაშვილი არ აღიარებს. რაც შეეხება ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას, ადვოკატის თქმით, ნინო გეგელაშვილთან მიმართებაში დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას მოითხოვს, გიორგი გოგებაშვილთან დაკავშირებით კი - მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.

ამავე კატეგორიაში