პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 5 პირი

29 მაისი 2025, 11:32 324 ნახვა
00:00
00:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოების, ასევე, ამავე დეპარტამენტის ლაგოდეხის და ახმეტის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებისა და დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით დაკავებული არიან - 1993 წელს დაბადებული ბ.ა. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1979 წელს დაბადებული ს.ს., 1973 წელს დაბადებული თ.ნ., 1968 წელს დაბადებული კ.ქ. და 1965 წელს დაბადებული დ.მ.

"პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელა ნარკოტიკის საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების და ფერმის ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალებები „ბუპრენორფინი“, " და „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. ხოლო ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის მოწყობილი სათბურიდან ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარეები"- განმარტავენ შსს-ში.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში