არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე საქართველო სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს

08 მაისი 2018, 00:00 1769 ნახვა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანის განცხადებით,  უწყება არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში შესატანად სარჩელს ამზადებს. 

„იუსტიციის სამინისტრომ მთავრობასთან შეთანხმებით ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო სარჩელის მომზადება სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნად, როდესაც ჩვენი ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობდა ცხედრის დასაბრუნებლად ცხინვალის რეგიონიდან. ამის შემდეგ მოხდა გადმოცემა ცხედრისა, რომელსაც ჩვენ მივაგეთ პატივი, მივაბარეთ მიწას, მაგრამ არ გაჩერებულა სარჩელის მომზადების პროცესი. ჩვენ მას ძალიან მოკლე ვადებში დავასრულებთ იმ ყველა პროცედურის დაცვით, რაც გაზრდის ჩვენს, როგორც მოსარჩელე მხარის, შანსებს, და, რა თქმა უნდა, ამ საქმეზე მოპასუხე იქნება რუსეთის ფედერაცია“, − აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

 საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, ერაყში სამშვიდობო მისიის მონაწილე არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დაბა ახალგორში დააკავეს.  მეორე დღეს კი,  დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ის გულის უკმარისობით გარდაიცვალა. ტატუნაშილს ცხედრის გადმოსვენებას ქართული მხარე 26 დღის განმავლობაშ ითხოვდა. 

20 მარტს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს  სოფელ ერგნეთთან მდებარე ე.წ. ნეიტრალურ ზონაში გადასცა. ვიდრე გარდაცვლილს, საკუთარ სახლში გადაასვენებდნენ, თბილისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა.  

ტატუნაშილის ოჯახი ფიქრობს, რომ იგი წამებით მოკვლეს.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი