სკოლაში და ზოგადად, განათლების სისტემაში ძალადობისგან თავისუფალი, უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა-ეს სახელმწიფოს განათლების სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამ მხრივ კანონმდებლობის აღსრულებასთან ერთად მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობაც.
დოკუმენტი რომელიც განათლების სისტემის რეფორმას ეხება მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ნაწილია. ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები რამდენიმე კომპონენტს მოიცავს.