მუდმივმოქმედი უწყებათშორისი კომისიის პირველ სხდომაზე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბების გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის დოკუმენტზე იმუშავებს და საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით იხელმძღვანელებს.
საუბარი შეეხო უწყებათაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობას, სხვადასხვა უწყების მხრიდან კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას, ტოტალური თავდაცვის კონცეფციის განხორციელებასა და ამ პროცესში სხვადასხვა უწყების როლს. მუდმივმოქმედი უწყებათშორისი კომისია მთავრობის დადგენილებით, მიმდინარე წლის 10 აპრილს შეიქმნა.