შმაგი ბოლქვაძის მორიგი წარმატება

04 მაისი 2018, 00:00 1502 ნახვა

რუსეთის ქალაქ კასპიისკში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედალი 67 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე შმაგი ბოლქვაძემ მოუტანა.  შმაგი ბოლქვაძემ 2009 წლიდან  დაიწყო საერთაშორისო ასპარეზობა ევროპის ჩემპიონატზე ჭაბუკებს  შორის.  ბოლქვაძეს ბოლო 9 წლის განმავლობაში მიღებული აქვს 20 ტიტული. მათ შორის  2016 წელს ოლიმპიური ბრიზიორი გახდა  რიო დეჟანეიროში, ასევე არის ევროპის ჩემპიონი ჭაბუკებს შორის, ხოლო ევროპის მესამე პრიზიორი  დიდებს შორის. 
 

ამავე კატეგორიაში