უმაღლეს საბჭოში აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშის განხილვა დაიწყო. დეპუტატებმა დღეს საკითხზე ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს, ანგარიში კომისიებში 28 მაისამდე უნდა განიხილონ.
დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა რეგლამენტში ცვლილებაზეც იმსჯელეს, რომლის თანახმადაც უმაღლეს საბჭოში კომისიები კომიტეტებად უნდა გადაკეთდეს, ცვლილება უახლოეს პლენარულ სხდომაზე უნდა დამტკიცდეს.
ასევე პლენარულ სხდომაზე გავა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2017 წლის საქმიანობის ანგარიშიც. სხდომა სავარაუდოდ 17 მაისს გაიმართება.