გიორგი მიქაუტაძესთან დაკავშირებული სასამართლო, რომელშიც ბრალდებული დისტანციურად ჩაერთო

30 აპრილი 2018, 00:00 2175 ნახვა

ბრალდებულები რომლებიც ბრალს მოსამართლეს სდებენ – ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში გრძელდება თამარ ხაჭაპურიძისა და კახაბერ ხაჩიძის საქმის განხილვა. ეს არის საქმე რომელშიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე ფიგურირებს.

ხაჭაპურიძესა და მის მეუღლეს მოსამართლეზე მუქარა ედებათ ბრალად. ისინი კი პირიქით, მოსამართლეს ადანაშაულებენ არასრულწლოვანი შვილის ცემაში.

ამასთან დღეს მათ პროკურორი დაადანაშაულეს სიცრუეში, თქვეს რომ არსებობს მოზარდზე ძალადობის ამსახველი ექსპერტიზა, რომელიც არ დევს “მოსამართლის საქმეში,” ამას ადასტურებს გამომძიებელიც. ხაჭაპურიძე და ხაჩიძე სასამართლო პროცესში დისტანციურად, სკაიპის საშუალებით მონაწილეობდნენ. საუბარია 2016 წელს გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე.  

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი